2025-2026 მასწავლებლის მომზადების და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღების ვადები (ბრძანება N165/01-01; 05.08.2025)
2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მასწავლებლის მომზადების და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ვადა - 29 აგვისტო - 9 სექტემბერი.
დოკუმენტაციის მიღება მოხდება ელექტრონულად. (მისამართი გააქტიურდება 29 აგვისტოს).
მისაღები გამოცდის ვადები:
ა) გამოცდა - 15 სექტემბერი 14:00 სთ (უნივერსიტეტის ქ.№11, თსუ ბიბლიოთეკა);
ბ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 17 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 18 სექტემბერი (09:00 სთ-დან 18:00 სთმდე);
დ) აპელაციის შედეგების გამოცხადება- 19 სექტემბერი;
ე) საბოლოო შედეგების გამოცხადება - 20 სექტემბერი;
ვ) ხელშეკრულების გაფორმება - 23-24 სექტემბერი (თსუ მე-3 კორპუსი, ოთახი 110);
ზ) სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა - 25 სექტემბერი;
თ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 26 სექტემბერი;
თსუ-ს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
ფოტოსურათი (3X4, ბეჭდური 2 ცალი);
ბაკალავრის/მაგისტრის და/ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2025 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ცნობები მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამის აპლიკანტებისათვის:
1. ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან საგნის სწავლების თაობაზე (სავალდებულოა მოქმედი მასწავლებლებისათვის);
2. ცნობა ან სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან, საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების თაობაზე.
ცნობები სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აპლიკანტებისათვის:
1. ცნობა საგანმანათლებლო ინსტიტუციებიდან (სკოლები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და ა.შ.), დღის ცენტრებსა და ანალოგიურ დაწესებულებებში სწავლების არანაკლებ ორწლიანი გამოცდილებით.
2. ცნობა ან სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან, საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარების თაობაზე, მიღებული ქულის მითითებით.